ასპინძაში 1770 წლის 20 აპრილს მომხდარი ასპინძის ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

20/04/2023

ასპინძის ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, ასპინძის ომის ამსახველი მონუმენტური ძეგლი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ დავით ვარდიაშვილმა და ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ადგილობრივ მეწარმეთა ნამუშევრების და პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. დაბის ცენტრში მოწყობილ სცენაზე ჩატარადა ამ დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი. დღესასწაული დამსწრე საზოგადოებას მიულოცეს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ დავით ვარდიაშვილმა და ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ.
1770 წლის 20 აპრილს მომხდარ ასპინძის ბრძოლაზე და აღნიშნული ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა, პროფესორმა, საპატიო ასპინძელმა მერაბ ბერიძემ.
ღონისძიებაზე მონაწილეობას ღებულობდნენ მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ “ასპინძის სახელოვნებო და სამუზეუმო დაწესებულებათა გაერთიანება – კულტურის ცენტრი, ფოლკლორული ანსამბლი “წუნდა”, ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი “სამცხე” და მოწვეული ანსამბლი “ქართული ხმები”. აღნიშნულ ღონისძიებას ორგანიზება გაუწია ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0