ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ხანდაზმულ და მარტოხელა ოჯახებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ

16/04/2023

სახელმწიფო რწმუნებული -პაპუნა მარგველიძე, მაჟორიტარ დეპუტატთან -გოჩა ენუქიძესთან და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ხანდაზმულ და მარტოხელა ოჯახებს ესტუმრა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული პირადად მიულოცა და სააღდგომო ნობათი გადასცა. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული პირადად მიულოცეს ქალაქ ამბროლაურში მცხოვრებ მარტოხელა ქალბატონს, შვილმკვდარ დედას -გუგული ტაბუცაძეს და ხანდაზმულ და-ძმას გურჯან და ქეთო მაისაშვილებს. რეგიონის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებს სააღდგომო ნობათი ეტაპობრივად უკვე გადაეცათ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0