ჩვენი ამოცანა იყო და არის, რომ ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ხორბლის წარმოებას

04/04/2023

„ჩვენი ამოცანა იყო და არის, რომ ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ხორბლის წარმოებას. ამაზე განვაცხადეთ და კონკრეტული ნაბიჯებიც გადავდგით; დაახლოებით 4 000-მდე ფერმერს ჩვენ დავუფინანსეთ შეღავათიანი აგროკრედიტის სახით საბრუნავი სახსრები და მივეცით სტიმული, რომ მარცვლოვანი კულტურების წარმოებაში ხელი შეგვეწყო“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლი მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2019 წელთან შედარებით, 2022 წლის სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით, 50%-იანი ზრდა ფიქსირდება, რაც ნიშნავს, რომ 2022 წელს ქვეყანაში150 ათას ტონამდე ხორბალია წარმოებული.

„ამერიკელი ექსპერტები რამდენჯერმე იყვნენ ჩამოსულები; ველოდებით მათგან კონკრეტულ წინადადებებს. ისინი შეისწავლიან ხორბლის წარმოების მთლიან ღირებულებათა ჯაჭვს და, შესაბამისად, მოგვცემენ რეკომენდაციებს დარგის ხელშეწყობის მიმართულებით; ამის შემდგომ ჩვენ უკვე დამატებით ღონისძიებებსაც გავატარებთ“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0