ჩემთვის სასიხარულოა, რომ რუსთავს ამდენი წარჩინებული მოსწავლე ჰყავს

31/03/2023

ქვემო ქართლის რეგიონში, ქალაქ რუსთავში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ პროექტი „ჩემი პირველი კომპიუტერი“ გაიმართა, სადაც ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა რუსთავის სკოლების საბაზო საფეხურის 141 წარჩინებულ კურსდამთავრებულს კომპიუტერები გადასცა.

“ჩემთვის სასიხარულოა, რომ რუსთავს ამდენი წარჩინებული მოსწავლე ჰყავს. დღეს, „ჩემი პირველი კომპიუტერის” პროგრამის ფარგლებში, რუსთავის სკოლების 2021-2022 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის 141 წარჩინებულ კურსდამთავრებულს, საჩუქრად კომპიუტერები გადაეცათ. დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა წარმატების მიღწევისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. მჯერა, აღნიშნული პროგრამა სკოლის მოსწავლეებს უფრო მეტ მოტივაციას მისცემს და სწავლის პროცესშიც ხელს შეუწყობს. კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებას გისურვებთ!“ -განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

დაჯილდოების ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარ-დეპუტატი, ირაკლი შატაკიშვილი, რუსთავის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, თამარ ხეჩიკაშვილი და რუსთავის სკოლების დირექტორები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0