ზვიად შალამბერიძე სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების. სააგენტოს ხელმძღვანელობას შეხვდა

28/03/2023

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელობას შეხვდნენ. მხარეებმა სივრცითი დაგეგმვის და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმარების პოლიტიკის განსაზღვრასა და ღონისძიებების გატარების საჭიროებაზე იმსჯელეს. კონკრეტულად საუბარი შეეხო იმერეთში, პირველ ეტაპზე კი ქუთაისში სივრცითი დაგეგმარების პოლიტიკის შემუშავებას, კოორდინაციასა და მართვას. სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, ტერიტორიების გამოყენებისა და განვითარების მოწესრიგების მიზნით, შეიქმნება სივრცის დაგეგმარების და ქალაქთმშნებლობითი გეგმების კონცეფცია, რომელიც რიგ საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს ქალაქის სივრცის დაგეგმარებისას ზეგავლენის მქონე ინფრასტრუქტურული ან/და სხვა, მსგავსი სამშენებლო პროექტების წინასწარ შეფასებას, ასევე განსაკუთრებული რეგულირების ზონის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვას. გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი კვლევების მომზადება იქნება უზრუნველყოფილი. სივრცითი დაგეგმარება მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა განხორციელდეს. სააგენტოს წარმომადგენლები გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს აქტიურად ატარებენ და დეტალურად განიხილავენ დასახლებული პუნქტების (ქალაქების, დაბების, სოფლების, კურორტებისა და სხვა ურბანული ტერიტორიების) მდგრადი და უსაფრთხო განვითარების ხელშეწყობისთვის აუცილებელ პირობებს. შეხვედრას იმერეთის გუბერნატორის მოადგილე ბესიკ გოფოძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0