საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, გაეროს წყლის რესურსების 2023 წლის კონფერენციის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გამართა. მინისტრი ავსტრიის სოფლისა და სატყეო მეურნეობის, რეგიონებისა და წყლის მართვის ფედერალურ მინისტრს, ნორბერტ ტოშნიგის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს გაეროს წყლის რესურსების 2023 წლის კონფერენციაზე განხილულ საკითხებზე და ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი ქვეყნის გამოცდილება წყლის რესურსების მართვასა და სასმელი წყლით მოსახლეობის უზრუნველყოფის მიმართულებით. მინისტრმა ავსტრიელ კოლეგას გააცნო საქართველოში წყალმომარაგების სისტემების განვითარებისათვის მთავრობის მიერ დასახული გეგმები, რასაც ნორბერტ ტოშნიგმა მაღალი შეფასება მისცა. ავსტრიელმა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ავსტრიის მთავრობის მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე და წყლის რესურსების მართვისა და წყალმომარაგების სისტემების განვითარების მიმართულებით შემდგომი, უფრო მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა. შეხვედრის მხარეებმა განიხილეს რეგიონული განვითარების მიმართულებით ორ ქვეყანაში არსებული პრაქტიკა და გამოცდილებაც. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს დელეგაციის წევრები – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, გაეროში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და შპს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე.
ირაკლი ქარსელაძემ ნიუ-იორკში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა
25/03/2023