ზამთარში არსებულმა კლიმატურმა პირობებმა ზოგიერთი ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას ხელი შეუშალა

22/03/2023

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის დავით ნოზაძის ხელმძღვანელობით, სამხარეო ადმინისტრაციაში, მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საუბრის მთავარი თემა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და სოციალურ პროგრამებს შეეხებოდა. სახელმწიფო რწმუნებულმა, მისმა მოადგილეებმა და რეგიონში შემავალი ოთხივე მუნიციპალიტეტის მერმა უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები განიხილეს. საუბარი, ასევე, შეეხო არსებულ საჭიროებებსა და მათი მოგვარების გზებს. დავით ნოზაძემ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ყველა პროექტი დროულად და ხარისხიანად შესრულდეს.

“ვიცით, რომ ზამთარში არსებულმა კლიმატურმა პირობებმა ზოგიერთი ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას ხელი შეუშალა, თუმცა უკვე გამოზაფხულდა და ამინდიც გაუმჯობესდა. ჩვენთვის პრიორიტეტია მოსახლეობის ინტერესები. სწორედ ამიტომაც, უმნიშვნელოვანესია ყველა ლოკაციაზე სამუშაოები განახლდეს და ინტენსიურ რეჟიმში განხორციელდეს.” – აღნიშნა დავით ნოზაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0