ქვემო ქართლის რეგიონში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის აღნიშვნა დაიწყო. გიორგი დოხტურიშვილმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მიულოცა და დღესასწაულის ფარგლებში, კულტურისა და დასვენების პარკში გამართულ აქტივობებს დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო: საგამოფენო სივრცეები; გასტრონომიული ზონა; ჩატარდა ჩემპიონატი ნარდსა და შაშში; გაიმართა ცეცხლის ანთების ცერემონიალი.
ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულის სახით 2010 წლიდან აღინიშნება და გაზაფხულის შემოსვლად და ახალი წლის დღესასწაულად მიიჩნევა. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად დღესასწაულს მისი პირველი მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილი, მოადგილე კახა კობერიძე, პარლამენტის წევრი სავალან მირზოევი, გარდაბნისა და მარნეულის მაჟორიტარ-დეპუტატი პარლამენტში, ზაურ დარგალი, რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარ-დეპუტატი პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, დავით კარგარეთელი, გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქვემო ქართლის რეგიონში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის აღნიშვნა დაიწყო
19/03/2023