ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცაში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ჯამში, დაგეგმილია 1,5 კმ-ზე მეტი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რაზეც 1 მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული. სამუშაოების მიმდინარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი რწმუნებულის მოადგილესთან სიმონ გულედანთან და ქარელის მუნიციპალიტეტის მერთად ზაზა გულიაშვილთან ერთად გაეცნო.
“შიდა ქართლის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით არაერთი პროექტი მიმდინარეობს, მათ შორის სოფელ ქვენატკოცაში. შიდა საუბნო გზების მოწესრიგება ჯერ კიდევ შარშან დაიწყო და წელსაც გრძელდება, მიმდინარე წელს ჯამში 6 ქუჩა მოწესრიგდება და ადგილობრივები გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ“ – აღნიშნა მხარის რწმუნებულმა.
პროექტის დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება.