საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ სერბ კოლეგებთან დიასპორის საკითხებზე იმსჯელა

05/03/2023

სერბულ და ქართულ დიასპორებში არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები იყო განხილვის მთავარი საგანი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასა და სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დიასპორისა და რეგიონში მცხოვრები სერბების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მილიმირ ვუიადინოვიჩს შორის. საქართველოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ტურძელაძე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გელა სამხარაული და სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ილია კობერიძე. როგორც სერბეთის მხარემ აღნიშნა სერბების დაახლოებით ნახევარი ცხოვრობს საზღვარგარეთ და სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუწყოს დიასპორასთან კავშირის შენარჩუნებას. ქართველმა პარლამენტარებმა კოლეგებს გააცნეს საქართველოში დანერგილი ის პროექტები, რომლებიც მიმართულია დიასპორული პრობლემების მოსაგვარებლად, კერძოდ, მათ ისაუბრეს დიასპორულ საგრანტო პროგრამებზე, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და IT სფეროში დასაქმებული დიასპორის წარმომადგენლებისთვის ფორუმებისა და შეკრებების ორგანიზებაზე, საკვირაო სკოლების, ახალგაზრდა ელჩებისა და ფოლკლორული ანსამბლების მხარდაჭერაზე; ასევე აღინიშნა საქართველოს მთავრობის, მმართველი გუნდისა და პარლამენტის ძალისხმევა ქვეყნის განვითარების საქმეში დიასპორელთა ჩართულობის კუთხით. შეხვედრაზე იმსჯელეს დიასპორასთან ურთიერთობის ირლანდიური მოდელის დანერგვაზეც.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0