რუსთავში ბინების დაკანონების პროცესი მეორე წელია მიმდინარეობს

04/03/2023

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვემო ქართლში წლების განმავლობაში დაუკანონებელ ბინებზე საკუთრების მოწმობების გაცემის პროცესი გრძელდება. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა რუსთავში, ქალაქის მერთან ნინო ლაცაბიძესთან ერთად, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, საკუთრებაში ბინა კიდევ 25 ოჯახს გადასცა. რუსთავში ბინების დაკანონების პროცესი მეორე წელია მიმდინარეობს და დღემდე, საცხოვრებელი ფართი უკვე 650-მდე რუსთაველ ოჯახს დაუკანონდა. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ბინის საკუთრებაში გადაცემისთვის საჭირო პროცედურები კიდევ რამდენიმე ათეული ოჯახის განცხადებაზე მიმდინარეობს. ინფორმაცია, ბინების დაკანონების შესახებ, მოსახლეობას რწმუნებულთან ერთად, რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ, მისმა მოადგილემ, კახა გურულმა, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრებმა გააცნეს და მთავრობის განკარგულების ასლები გადასცეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0