მინდა ყველა დედას გულითადად მოგილოცოთ დედის დღე

03/03/2023

დედის დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანმა და მერის მოადგილე ლონგინოზ გასანოვმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი დედები მოინახულეს. ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებმა მრავალშვილიან დედებს 3 მარტი მიულოცეს და მათ ყვავილები და ტკბილეული გადასცეს.

„დღეს საქართველოში ულამაზესი დღესასწაული-დედის დღე აღინიშნება, სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს ვესტუმრეთ და დღევანდელი დღე მივულოცეთ, მინდა ყველა დედას გულითადად მოგილოცოთ დედის დღე, გაზაფხულივით ლამაზები და ბედნიერები ყოფილიყავით“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0