სათხილამურო ტრასები და თოვლის ხარისხი – ფანტასტიკურია

25/02/2023

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი იოჰან ელიაში ბაკურიანს ესტუმრა, სადაც ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობას დაესწრო. მან დაათვალიერა ინფრასტრუქტურა, რომელიც საქართველოს მთავრობამ სპეციალურად ჩემპიონატისთვის ააშენა.

„დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ეს ადასტურებს, რომ არა მხოლოდ ცენტრალურ ევროპაში, არამედ საქართველოშიც შეიძლება მოეწყოს ასეთი შესანიშნავი ტურნირი. სათხილამურო ტრასები და თოვლის ხარისხი – ფანტასტიკურია, ამიტომ ვხედავ აქ დიდ პოტენციალს. ცხადია, ჩვენ შეგვიძლია დავბრუნდეთ და მეტი ღონისძიება გავაკეთოთ მსოფლიო ჩემპიონატის ტურნირის ფარგლებში. ეს შესანიშნავი პიარია ქვეყნისთვის და, ზოგადად, ტურიზმის პოპულარიზაციისთვის და ამით შეიძლება შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები,“ – ასე შეაფასა იოჰან ელიაშმა ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატი, მისი მომზადების დონე და საორგანიზაციო კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობა.

იოჰან ელიაშს ჩემპიონატის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა და მთის ტრასების სააგენტოს დირექტორმა (MTA), ირაკლი ბურჭულაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0