ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამასთან დაკავშირებით, ღია კარის დღე გაიმართა

23/02/2023

ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამასთან დაკავშირებით, ღია კარის დღე გაიმართა. პროგრამა ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით 885 საბავშვო ბაღის მშენებლობასა და რეაბილიტაციას. ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.3 მილიარდი ლარი მოხმარდება. პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 100 მილიონი ლარი 2023 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია. ღია კარის დღეზე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ სამშენებლო კომპანიებს, ახალი პროგრამის შესახებ, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრის მიზანი იყო პროგრამისა და გამოსაცხადებელი ტენდერების დეტალები, მათ შორის, პროცედურები უფრო მეტად ხელმისაწვდომი გამხდარიყო დაინტერესებული კომპანიებისათვის. ეს მათ შესაძლებლობას მისცემს უფრო უკეთ მოემზადონ ტენდერებისთვის. კომპანიების აქტიური ჩართულობა და მეტი კონკურენცია მნიშვნელოვანია პროექტის ეფექტიანი განხორციელებისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0