გიორგი ხოჯევანიშვილს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა

22/02/2023

პარლამენტის წევრს, გიორგი ხოჯევანიშვილს დეპუტატის უფლებამოსილება, საკუთარი განცხადების საფუძველზე, ვადამდე შეუწყდა. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, კომიტეტმა განიხილა გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადება მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ და დაადგინა მისი ნამდვილობა.
​„გიორგი ხოჯევანიშვილისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ პარლამენტის დადგენილების პროექტი 78 ხმით იქნა მიღებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0