სოფელ საბირქენდის, 450 მოსწავლეზე გათვლილ საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

20/02/2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდის, 450 მოსწავლეზე გათვლილ საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, ადგილზე მოინახულა.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში:
მოხდა შენობის სრული რეაბილიტაცია და ახალი შენობა-ნაგებობის აშენება;
სრულად განახლდა შიდა ინტერიერი და საკლასო ოთახები;
მოეწყო გასართობი სივრცეები და სპორტული მოედანი;
დამონტაჟდა ახალი გათბობის და კანალიზაციის სისტემები;
მოპირკეთდა გარე სივრცე;
შენობა სრულად ადაპტირდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა და მისმა ღირებულებამ 6 264 667 ლარი შეადგინა. ინფრასტრუქტურული პროექტი რწმუნებულთან ერთად მისმა მოადგილემ, ილია ჯალაღანიამ, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ-დეპუტატმა პარლამენტში, ზაურ დარგალმა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, გიორგი ციბაძემ მოინახულეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0