მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში თოვლისაგან საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

18/02/2023

მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში თოვლისაგან საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები ტარდება.
ავტოტრანსპორტის განვლადობის შენარჩუნებისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის ქვიშა-მარილის ნარევის დაყრა, საჭირო გახდა მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში. კერძოდ, ამ ეტაპისათვის გაწმენდითი სამუშაოები უკვე განხორციელდა შემდეგ ლოკაციებზე:
დუშეთის მუნიციპალიტეტი – ქალაქი დუშეთი, ჭონქაძის, მჭადიჯვრის, ლაფანაანთკარის, მაღაროსკარის, ბარისახოსა და უკანაფშავის ადმინისტრაციული ერთეულები.
მცხეთის მუნიციპალიტეტი – ძეგვი, ხეკორძი, შანკევანი, ზაქაროსა და წინამძღვრიანთკარის დევნილთა დასახლებისკენ მიმავალი ცენტრალური და შიდა გზების პრობლემური მონაკვეთები.
თიანეთი – დაბა თიანეთის შიდა ქუჩები, ერწოს ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებთან დაკავშირებული ცენტრალური და შიდა გზები.
რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი სამუშაოები რეგიონის მასშტაბით კვლავ გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0