თელავში, ლეგენდარული ფეხბურთელის, გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე არსებული სათადარიგო მოედნის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოები კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა და თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა ადგილზე მოინახულეს. პროექტს საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს და მისი ჯამური ღირებულება 2 649 473 ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სათადარიგო მოედნის სრული რეაბილიტაცია, ტრიბუნების მოწყობა, ბუნებრივი მწვანე საფარის დაგება, გასახდელების მშენებლობა და მოედნის შემოღობვა.
პროექტის განხორციელებით კიდევ უფრო გაიზრდება თელავის, როგორც რეგიონული ცენტრის მნიშვნელობა, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და პოპულარიზაციას.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სათადარიგო მოედნის სრული რეაბილიტაცია
18/02/2023