სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მუმლაძემ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. შეხვერდას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, პირველი მოადგილე დავით ვარდიაშვილი, მოადგილე შოთა როსტიაშვილი, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, მათი მოადგილეები და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა და მოადგილემ შოთა როსტიაშვილმა, მათ დადებითად შეაფასეს წარმოდგენილი ანგარიში, დანიშნულების მართვის ორგანიზაციის წევრებს წარმატებები უსურვეს და მხარდაჭერა აღუთქვეს.
დავით მუმლაძემ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
15/02/2023