მარიამ ქვრივიშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო.

15/02/2023

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო. მიმდინარე სამუშაოების შესახებ, მინისტრის მოადგილეს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ. აღინიშნა, რომ სააეროდრომო ტექნიკის განახლების პროცესი ჯერ ისევ გრძელდება და თბილისისა და ბათუმის აეროპორტში დამატებითი ტექნიკური აღჭურვილობა ეტაპობრივად ჩამოვა.
მარიამ ქვრივიშვილმა დაათვალიერა აეროპორტის ინფრასტრუქტურა, კერძოდ, ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, საფრენი მოედანი, სააეროდრომო ტექნიკა, აეროპორტის გამგზავრებისა და ჩამოფრენის ტერმინალები და სხვ. იგი ასევე გაეცნო ტერმინალის შიდა დაგეგმარების სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, რომლის დასრულება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პიკურ პერიოდებზე მგზავრებისთვის სერვისის მიწოდების აჩქარებას გამოიწვევს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0