განსაკუთრებით საამაყოა, რომ კურშაველის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატს ბაკურიანი მასპინძლობს

14/02/2023

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, კურშეველში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტს იოჰან ელიაშსა და საფრანგეთის სპორტის მინისტრს ამელი უდია კასტერას შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელიც ალპაინ დისციპლინაში მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში შედგა, კიდევ ერთხელ განიხილეს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში ბაკურიანის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებული საკითხები და ჩატარებული მოსამზადებელი სამუშაოები.

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ კურშაველის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატს ბაკურიანი მასპინძლობს. ასევე, სიამაყით უნდა ითქვას, რომ კურშაველში გამართულ შეხვედრებზე საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველომ სრულიად მსოფლიოს ანახა წარმატების მაგალითი, როგორ უნდა მოემზადოს ქვეყანა და შექმნას მაღალი დონის ინფრასტრუქტურა ასეთი მაღალი დონის ტურნირისთვის ასე მოკლე დროში“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში, ქართულ მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა ადგილზე გაცნობოდა ალპაინ დისციპლინაში მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობას და სპეციალურად ამ ჩემპიონატისთვის საფრანგეთის მიერ ჩატარებულ სამუშაოებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0