ვიტოვებ იმედს, საქართველოს ძალისხმევა ამჯერად სათანადოდ დაფასდება

08/02/2023

„2024 წლიდან პარლამენტის არჩევა მოხდება სრულად პროპორციული წესით, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის პარლამენტის მუშაობის სტილსაც. აღნიშნული საჭიროებს პარლამენტში ორგანიზაციული სტრუქტურის, ასევე, საპარლამენტო ცხოვრების წესებისა და პროცედურების გაუმჯობესებას,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის 2022 წლის ანგარიში და 2023 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.

შალვა პაპუაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას ასევე, ისაუბრა პარლამენტის ორგანიზაციული მოწყობის შესახებ და აღნიშნა, რომ დაგეგმილია სამოქალაქო განათლების ცენტრის დაარსება, რომელიც იქნება სპეციალური სივრცე მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, რათა ჰქონდეთ შესაძლებლობა, მეტი გაიგონ საპარლამენტო საქმიანობის, სახელმწიფო მოწყობის, დემოკრატიული ღირებულებებისა და ფასეულობების შესახებ.

​„მოგეხსენებათ, 2024 წლიდან პარლამენტის არჩევა მოხდება სრულად პროპორციული წესით, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის პარლამენტის მუშაობის სტილსაც. ასევე, უკვე წლებია იზრდება თანამედროვე განვითარებებისთვის პარლამენტის მხრიდან ფეხის აწყობის აუცილებლობა, იქნება ეს ციფრული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის ახალი მიმართულებების დანერგვა, თუ ჩართულობისა და ღიაობის ახალი ინიციატივების შემოტანა. აღნიშნული საჭიროებს პარლამენტში ორგანიზაციული სტრუქტურის, ასევე, საპარლამენტო ცხოვრების წესებისა და პროცედურების გაუმჯობესებას, ორგანიზაციულ გაძლიერებას. ყველა ამ მიმართულებით, 2022 წელი დაეთმო მოსამზადებელ სამუშაოებს და მიმდინარე წელს გავაგრძელებთ ამ პროცესს, რათა 2024 წლის ბოლოს შემდეგი მოწვევის პარლამენტს ინსტიტუცია შეხვდეს ორგანიზაციულად გამართული, თანამედროვე ინსტრუმენტებით და გაუმჯობესებული კომპეტენციებით. საქართველოს პარლამენტის ვიზიტორთა პროგრამის ფარგლებში, პარლამენტმა 2022 წლის განმავლობაში უმასპინძლა 327 ჯგუფს, 5500-მდე ვიზიტორს. იმ მიზნით, რომ პარლამენტში თითოეული ვიზიტორის, განსაკუთრებით ახალგაზრდების, მიერ გატარებული დრო იყოს მაქსიმალურად ღირებული და დასამახსოვრებელი, მიმდინარე წელს ვგეგმავთ სამოქალაქო განათლების ცენტრის დაარსებას, რომელიც იქნება სპეციალური სივრცე მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის. ასაკობრივ კატეგორიებზე მორგებული სასწავლო მოდულების მეშვეობით, მათ ექნებათ შესაძლებლობა, მეტი გაიგონ საპარლამენტო საქმიანობის, სახელმწიფო მოწყობის, დემოკრატიული ღირებულებებისა და ფასეულობების შესახებ, სიმულაციურ თამაშებში მონაწილეობითა და პროექტებზე ერთობლივი მუშაობით გამოიმუშაონ მოლაპარაკებების, გუნდური მუშაობის უნარები,“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წელს მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ვიზიტორთა პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო განათლების ცენტრის დაარსება იგეგმება.

​„საქართველოს პარლამენტის ვიზიტორთა პროგრამის ფარგლებში, პარლამენტმა 2022 წლის განმავლობაში უმასპინძლა 327 ჯგუფს, 5500-მდე ვიზიტორს. იმ მიზნით, რომ პარლამენტში თითოეული ვიზიტორის, განსაკუთრებით ახალგაზრდების მიერ გატარებული დრო იყოს მაქსიმალურად ღირებული და დასამახსოვრებელი, მიმდინარე წელს ვგეგმავთ სამოქალაქო განათლების ცენტრის დაარსებას, რომელიც იქნება სპეციალური სივრცე მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის. ასაკობრივ კატეგორიებზე მორგებული სასწავლო მოდულების მეშვეობით, მათ ექნებათ შესაძლებლობა მეტი გაიგონ საპარლამენტო საქმიანობის, სახელმწიფო მოწყობის, დემოკრატიული ღირებულებებისა და ფასეულობების შესახებ, სიმულაციურ თამაშებში მონაწილეობითა და პროექტებზე ერთობლივი მუშაობით გამოიმუშაონ მოლაპარაკებების, გუნდური მუშაობის უნარები,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს უსაფრთხოებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა არის ის პრიორიტეტები, რომლებიც 2023 წელს განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგს.

​„2023 წლის თებერვალში ევროკომისია დაიწყებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მხრივ საქართველოს პროგრესის შეფასებას. ვიტოვებ იმედს, საქართველოს ძალისხმევა ამჯერად სათანადოდ დაფასდება და ევროკავშირი მოგვანიჭებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. 2023 წლის თებერვალში ევროკომისია უკვე დაიწყებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მხრივ საქართველოს პროგრესის შეფასებას. ამ მხრივ, უკვე არსებული მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგების, 2023 წლის 3 თებერვლის ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული პოზიტიური სექტორული ანგარიშისა და მიმდინარე წელს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების გათვალისწინებით, ვიტოვებ იმედს, საქართველოს ძალისხმევა ამჯერად სათანადოდ დაფასდება და ევროკავშირი მოგვანიჭებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ამრიგად, შემდგომი პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერება და საქართველოს უსაფრთხოებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა არის ის პრიორიტეტები, რომლებიც 2023 წელს განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგს. იმედი მაქვს, ერთობლივი მუშაობით გვექნება მნიშვნელოვანი შედეგები, რომლებიც კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, ეკონომიკურად ძლიერ, სტაბილურ და ევროპულ მომავალს,“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0