გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UnUnited Nations Development Programme – UNDPმუდმივი წარმომადგენლის მოადგილეს ანნა ჩერნიშოვას შეხვდა. სოლომონ პავლიაშვილმა მადლობა გადაუხადა ანნა ჩერნიშოვას გარემოსდაცვითი მიმართულებებით ეფექტიანი თანამშრომლობისთვის და ნარჩენების მართვის სფეროში პრიორიტეტული საკითხებისა და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი შეეხო პლასტმასის ნარჩენების პრევენციის და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. ანნა ჩერნიშოვას განცხადებით, გაეროს განვითარების პროგრამა მზადაა, მხარი სრულად დაუჭიროს საქართველოში ნარჩენების მართვის სექტორის განვითარებას.
პროგრამა მზადაა, მხარი სრულად დაუჭიროს საქართველოში ნარჩენების მართვის სექტორის განვითარებას
07/02/2023