დღეს, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა პარლამენტის წევრ, დავით სონღულაშვილთან და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერ, ავთანდილ გულიკაშვილთან ერთად, საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსში” დაშავებულები მოინახულა.
20 იანვარს, საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაიცვალა ოთხი სამოქალაქო პირი, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი და დაიჭრა 5 ადამიანი. დღეის მდგომარეობით, საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსში” 3 ადამიანი გადის სამედიცინო მკურნალობას.
“მოვინახულეთ დაშავებულები. დღეის მდგომარეობით, 3 პაციენტი რჩება სამედიცინო დაწესებულებაში, თითოეულ მათგანს ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას და ოჯახებში მშვიდობით დაბრუნებას. ასევე, ვუსამძიმრებ საგარეჯოში, მომხდარი ტრაგედიის შედეგად, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და ახლობლებს, ვიზიარებ მათ მწუხარებასა და უდიდეს დანაკლისს,-” აღნიშნა გიორგი ალადაშვილმა.