“ძველ ხიდზე” ევროკავშირის გრანტის ფარგლებში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა და ხიდით სარგებლობა ფეხით მოსიარულეებს უკვე შეუძლიათ. გორის “ძველი ხიდი” ერთ-ერთია იმ ობიექტებს შორის, რომლის რეაბილიტაციაც პროექტის „ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება გორში მდგრადი განვითარების“ ფარგლებში ევროკავშირისგან მოპოვებული გრანტით განხორციელდა. “ძველ ხიდზე” ევროკავშირის გრანტით დაფინანსებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გარდა, გორის მუნიციპალიტეტის მერია ხიდის სრული რეაბილიტაციის მიზნით, სამუშაოებს მიმდინარე წელსაც განახორციელებს. ხიდი კულტურული მემკვიდრეობის სტატუს ატარებს. გორის “ძველი ხიდი” 1908 წელს აშენდა. ნაგებობა წარმოადგენს საქართველოში პირველ რკინაბეტონის ხიდს. აღნიშნული პერიოდისთვის რკინაბეტონის მასალა წარმოადგენდა ინოვაციას, როგორც საქართველოსთვის ისე მსოფლიოსთვის. ხიდი სამეფოს ქუჩის დასაწყისში, მდინარე მტკვარზე მდებარეობს. ის ქალაქის ძველ უბანსა და ცენტრალურ ნაწილს რკინიგზის სადგურის დასახლებასთან აკავშირებს.
“ძველ ხიდზე” ევროკავშირის გრანტის ფარგლებში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
03/01/2023