რევაზ ინანიშვილის ახლად რეაბილიტირებული სახლმუზეუმი საზეიმოდ გაიხსნა

24/12/2022

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში, ცნობილი ქართველი მწერლის, რევაზ ინანიშვილის ახლად რეაბილიტირებული სახლმუზეუმი საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ – კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი, ოჯახის წევრები და მწერალთა კავშირის წარმომადგენლები.
მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, სახლმუზეუმის აღდგენითი სამუშაოები ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 165 243 ლარით დაფინანსდა. შენობა რესტავრირებული ინვენტარით აღჭურვა. დღეიდან, ვიზიტორებს საშუალება ექნებათ კიდევ უფრო ახლოს გაეცნონ მწერლის შემოქმედებას და მისი პირადი ნივთები მოინახულონ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0