პარლამენტმა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.
„ბოლო დღეებში უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიულმა ომმა კიდევ 6 ქართველის სიცოცხლე შეიწირა. კიდევ ექვსმა ოჯახმა დაკარგა შვილი, მეუღლე, ძმა, მამა. მინდა საქართველოს პარლამენტის სახელით მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, მეგობრებს, მთლიანად საქართველოს და გთხოვოთ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ დაღუპულების ხსოვნას“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე.