ქვეყანაში, ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკის შექმნა და ონკო-ჰემატოლოგიური სერვისების გაფართოება იგეგმება

03/12/2022

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში, ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკის შექმნა და ონკო-ჰემატოლოგიური სერვისების გაფართოება იგეგმება. ამ მიზნით, უწყებაში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომლის წევრებიც თელ-ავივში, ონკო-ჰემატოლოგიური მიმართულებით წამყვან, სახელმწიფო კლინიკებში- Sheba Tel Hashomer Hospital“, “Ichilov Medical Center“ და “Hadassah Medical Center იმყოფებოდნენ. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა კლინიკების ხელმძღვანელებთან და კლინიცისტებთან შეხვედრები გამართეს, გაეცნენ ონკო-ჰემატოლოგიური სერვისების მიმართულებით დანერგილ პრაქტიკასა თუ გამოცდილებას. მხარეებმა, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. შეხვედრები გაიმართა ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც, რომლებიც არასაბიუჯეტო თანხების მობილიზებით და საყოველთაო სოლიდარობით, ისრაელში, ბავშვთა ონკოლოგიური სერვისების განვითარებას უწყობენ ხელს. თელ-ავივში, ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფის ვიზიტი ისრაელში საქართველოს საელჩოსა და საქართველოში ისრაელის ელჩ ჰადას მეიცადის ხელშეწყობით გაიმართა. შეხვედრებში, სამუშაო ჯგუფთან ერთად, მონაწილეობდა საქართველოს ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია.
საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკის შექმნის პროცესში უწყება განვითარებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარებასა და პროცესში, უცხოელი ექსპერტების ჩართვას გეგმავს. ისრაელის შემდეგ, სამუშაო ჯგუფის წევრები, ონკო-ჰემატოლოგიური სერვისების მიმართულებით არსებულ პრაქტიკას გერმანიაში გაეცნობიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0