შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესთაგის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

01/12/2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესთაგის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს რენატა ალტს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის რეკომენდაციებისა და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების 2021-2027 წლების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში შემდგომი დემოკრატიული კონსოლიდაცია, კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის გაძლიერება, ადამიანის უფლებების დაცვა რჩება მთავარ პრიორიტეტებად. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ 2022 წლის ბოლომდე ევროკავშირის რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულდება. რენატა ალტმა გამოხატა საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის მზაობა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის დედაქალაქში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ნიკოლოზ სამხარაძე, ანრი ოხანაშვილი, ლევან კობიაშვილი, ნინო იობაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და ხათუნა სამნიძე შედიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0