პარლამენტმა 66 ხმით, ერთი მოსმენით მიიღო „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება. ერთ-ერთი ინიციატორის, დავით სონღულაშვილის განმარტებით, კანონპროექტი თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაციასთან და განლაგებასთან დაკავშირებული ნორმების, აგრეთვე მთავრობის მიერ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავების ვადის განსაზღვრასთან დაკავშირებული ნორმის ამოქმედების ვადის ცვლილებას გულისხმობს.
„აღნიშნული ნორმები ამოქმედდება 2024 წლის 31 ივლისიდან, ნაცვლად 2022 წლის 31 დეკემბრისა“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.