დასაქმების მასშტაბური ფორუმის პირველი ეტაპი ქვემო ქართლის რეგიონში გიორგი დოხტურიშვილის მხარდაჭერით ჩატარდა

22/11/2022

დასაქმების მასშტაბური ფორუმის პირველი ეტაპი ქვემო ქართლის რეგიონში გიორგი დოხტურიშვილის მხარდაჭერით ჩატარდა.
ფორუმი რუსთავის თეატრში 13:00 საათიდან გაიხსნა და დღის განმავლობაში დასაქმების მსურველებს უმასპინძლა.
ფორუმის ფარგლებში ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა ფორუმის მიმდინარეობა რუსთავის მერთან ნინო ლაცაბიძესთან, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერთან დავით კარგარეთელთან, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორთან ნინო ველთაურთან და რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარ-დეპუტატთან, ირაკლი შატაკიშვილთან ერთად ადგილზე მოინახულა. დასაქმების ფორუმი ეტაპობრივად სრულად მოიცავს რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს და ადგილობრივ მოსახლეობას დასაქმების მეტ შესაძლებლობას მისცემს. ფორუმის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ეკონომიკურმა სექტორმა და 800-ზე მეტი ვაკანტური პოზიცია წარმოადგინა. 35-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი პირადად შეხვდა დასაქმების მსურველებს და თითოეულმა პოტენციურმა დამსაქმებელმა ადგილზე გააცნო მათთვის სასურველი ვაკანსიის პირობები. ფორუმი, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მხარდაჭერითა და ქალაქ რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით გაიმართა. ფორუმი არის პლატფორმა, სადაც დამსაქმებელი და სამუშაოს მაძიებელი ერთ სივრცეში ერთიანდებიან. დასაქმების მსურველს აქვს შესაძლებლობა ერთდროულად რამდენიმე ვაკანსიის შესახებ მიიღოს ინფორმაცია და გადაწყვიტოს რომელ დამსაქმებელთან სურს თანამშრომლობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0