წარმატებულ სტუდენტებს 500 ლარიანი ვაუჩერები გადაეცათ

21/11/2022

2022 წლის ეროვნულ გამოცდებში 100 % – იანი გრანტის მფლობელ სტუდენტებს გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 500 ლარიანი ვაუჩერები გადაეცათ. დაჯილდოების ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ. სიმონ გულედანმა სტუდენტებს მიულოცა და წარმატებები უსურვა.

“გილოცავთ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას, რასაც სტუდენტობა ჰქვია. თქვენ ის ახალგაზრდები ხართ, რომლებმაც უკვე კარგად იცით, რომ მიზანმიმართულობასა და შრომისმოყვარეობას სასურველი შედეგი მოაქვს. სწორედ თქვენი შრომის შედეგია, რომ 100% გრანტის მფლობელები ხართ. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია, წინ კიდევ უფრო მეტი გამოწვევა, ახალი გამოცდილებები და შესაძლებლობები გაქვთ. ახალგაზრდებთან ურთიერთობა, თქვენი იდეებისა და ინიციატივების ჩვენთვის გაზიარება მნიშვნელოვანი და ფასეულია. ჩვენ მუდამ მზად ვართ თქვენთან მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვისა და მხარდაჭერისთვის.”-აღნიშნა რწმუნებულის მოადგილემ.

გორის მუნიციპალიტეტიდან ეროვნულ გამოცდებში 100 % -იანი გრანტი 39 ახალგაზრდამ მოიპოვა და ყველა მათგანი მერიის პროგრამის ფარგლებში 500 ლარით დაჯილდოვდა. ღონისძიების ბოლოს ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებიც დასვევს და სხვადასხვა იდეებიც გააჟღერეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0