საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 10,5 პროცენტით გაიზარდა

21/11/2022

მთავრობის სხდომის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკური ზრდის ტენდენციების შეფასებისას, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ „საქსტატის“ დაზუსტებელი მონაცემების თანახმად, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 10,5 პროცენტით გაიზარდა.

„2022 წელს საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს ზრდას იმ გამოწვევების მიუხედავად, რომელიც არსებობს რეგიონში და გლობალურად ეკონომიკური განვითარების კუთხით. საქართველოს ეკონომიკამ სწრაფად მოახდინა პანდემიის შემდეგ აღდგენა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ასევე დაზუსტდა 2022 წლის პირველი კვარტლების მაჩვენებლებიც. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 10.2% შეადგინა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0