საჩხერეში სახალხო დღესასწაული “საჩხერლობა 2022” აღინიშნა

12/11/2022

სახალხო დღესასწაულს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საჩხერის მერ ლევან ივანაშვილთან, მაჟორიტარ დეპუტატ პაატა კვიჟინაძესთან და მიწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო. ღონისძიებები ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციით დაიწყო. სოფელ სხვიტორში გაიხსნა აკაკი წერეთლის ქანდაკება და სკვერი, ასევე ახლადრეაბილიტირებული სკვერი გაიხსნა ასევე “მოდი ნახე-ს” ციხის მიმდებარედ. კულტურულ, სპორტულ და შემოქმედებით აქტივობებთან ერთად, წარმოდგენილი იყო ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ტალახაძის სპორტული მონაპოვრის გამოფენა. ასევე, გაიმართა საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვების ცერემონია. საზეიმო ღონისძიებებს კონცერტი და ფოიერვერკი დაასრულებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0