ოთარ შამუგია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) რეგიონულ კოორდინატორს შეხვდა

26/10/2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) რეგიონულ კოორდინატორს, მაჰირ ალიევს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამინისტროსა და UNEP-ს შორის თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს და პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს. მინისტრმა ქვეყანაში გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვისა და კლიმატის ცვლილების შერბილების პროცესში საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. შეხვედრაზე ოთარ შამუგიამ სამცხე-ჯავახეთში მესხური ვაზისა და ქართული ხორბლის ენდემური ჯიშების აღდგენა-გავრცელების პროექტის განხორციელების პროცესში UNEP-ის მხარდაჭერაზეც ისაუბრა. გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) რეგიონულმა კოორდინატორმა, EU4Environment პროგრამის ფარგლებში, საქართველოში მდგრადი საჯარო შესყიდვების (SPP) მიდგომებისა და დებულებების დანერგვის პროცესში, საზოგადოების ჩართულობისა და ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ამასთანავე, მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით, ქვეყანაში ნარჩენების მართვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის (2022-2026) იმპლემენტაციის პროცესში გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, გარემო გარემოსდაცვითი ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0