ხაშური ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკვანძო ქალაქია როგორც ჩვენი რეგიონისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის

24/10/2022

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი რწმუნებულის მოადგილეებთან, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერთან და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ,,ხაშურქალაქობის“ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. სახელმწიფო რწმუნებულმა შეკრებილ მოსახლეობას ქალაქის დღესასწაული მიულოცა.

“ვულოცავ ჩვენს ხაშურელებს და მთლიანად ხაშურს ქალაქის დღესასწაულს. ხაშური ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკვანძო ქალაქია როგორც ჩვენი რეგიონისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის. გამორჩეული თავისი ხალხით, ისტორიით, ტრადიციებით, სტუმარ-მასპინძობით. ჩვენთვის პრიორიტეტულია, ქალაქი განვავითაროთ, ხელი შევუწყოთ მის გაძლიერებას და ეკონომიკურ პოტენციალს. ამისთვის ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ. გილოცავთ კიდევ ერთხელ ხაშურქალაქობას.“- აღნიშნა მხარის რწმუნებულმა.

ღონისძიება საზეიმო მსვლელობით გაიხსნა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ადგილობრივი მეწარმეებისა და ფერმერების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ასევე, გამოიფინა ხაშურელი მხატვრებისა და ხელოვანების ნამუშევრები. დღის განმავლობაში ნიღბების თეატრის წარმოდგენა და ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. “ხაშურქალაქობის“ დღესასწაული კი გალა კონცერტით დასრულდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0