საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს ჟინ-პიო კიმს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა კორეული მხარის მიმართ კოვიდ-19 პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო კავშირებზე და გამოიხატა არსებული თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებს შორის. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია კორეის რესპუბლიკის გამოცდილებითა და საუკეთესო პრაქტიკით ლოჯისტიკური ინდუსტრიის, „ჭკვიანი“ ტექნოლოგიების, სტარტაპების განვითარების მიმართულებებით. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ 2022 წელს აღინიშნება საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავი. შეხვედრა გაიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ რუანდაში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სადაც საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეა იმართება.
შალვა პაპუაშვილი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
12/10/2022