გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი ხანიშვილთან ერთად, საქართველოში თურქეთის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მიმდინარე და პერსპექტიული მიმართულებების საკითხები განიხილეს. მინისტრმა მადლობა გადაუხადა თურქეთის მთავრობას ბორჯომის ტყეში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის ლოკალიზებაში დახმარებისთვის.
ოთარ შამუგიამ ორ ქვეყანას შორის სატყეო მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე გაამახვილა ყურადღება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამშრომლობის მემორანდუმი მზად არის ხელმოსაწერად, ხოლო თევზჭერის მიმართულებით თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართული თაფლის თურქულ ბაზარზე ექსპორტის პოტენციალს, ასევე სამელიორაციო, პლასტიკის პარკების წარმოებისა და ბიოწარმოების მიმართულებებით თანამშრომლობის საკითხებს.
ოთარ შამუგია, თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
06/10/2022