საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზაზე (კმ0-კმ4), ბათუმში ფრიდონ ხალვაშის ქუჩის რეკონსტრუქციას ახორციელებს. ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო მონაკვეთი იწყება აეროპორტის გზატკეცილზე მდებარე წრიული კვანძიდან, ქუჩის გასწვრივ განლაგებულია სავაჭრო ცენტრები და საყოფაცხოვრებო ობიექტები.ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ტრანსპორტის ინტენსივობა ძალიან მაღალია და ამ ქუჩის რეაბილიტაციას და საგზაო ინფარტრუქტურის მოწესრიგებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.პროექტი 4 ზოლიანი 3.4 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ითვალისწინებს და მისი ღირებულება 19.4 მლნ ლარია. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზაზე (კმ0-კმ4), ბათუმში ფრიდონ ხალვაშის ქუჩის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო მონაკვეთი იწყება აეროპორტის გზატკეცილზე მდებარე წრიული კვანძიდან, ქუჩის გასწვრივ განლაგებულია სავაჭრო ცენტრები და საყოფაცხოვრებო ობიექტები. ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ტრანსპორტის ინტენსივობა ძალიან მაღალია და ამ ქუჩის რეაბილიტაციას და საგზაო ინფარტრუქტურის მოწესრიგებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. პროექტი 4 ზოლიანი 3.4 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ითვალისწინებს და მისი ღირებულება 19.4 მლნ ლარია. გზის რეაბილიტაციის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 11 მილიონი ლარით ფინანსდება.
ბათუმში ფრიდონ ხალვაშის ქუჩის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს
25/09/2022