დეპუტატებმა „ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს

21/09/2022

დეპუტატებმა „ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი 96 ხმით დაუჭირეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ნინო თანდილაშვილის განმარტებით, კანონპროექტი არეგულირებს ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების – ტანასა და თეძამის დაცული ლანდშაფტისა და ტანას აღკვეთილის შექმნისა და მართვის სფეროში.

„კანონის პროექტით წესრიგდება ტანასა და თეძამის დაცულ ტერიტორიებს მიკუთვნებული მიწის, ტყის, წყლის და სხვა ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე, ისტორიული ძეგლების და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები. კანონის პროექტით აგრეთვე განისაზღვრება ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების კატეგორიები, ლანდშაფტის მდებარეობა და ფართობი, დაცული ლანდშაფტის მართვის უფლებამოსილი ორგანოები“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0