ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭითაწყარში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ჭითაწყარში, 100 ბავშვზე გათვლილ საბავშვო ბაღს აშენებს. პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარზე მეტია. გათვალისწინებულია შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების, სველი წერტილების კეთილმოწყობა. ბაღი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ჭითაწყარის საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია გაეცნენ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჭითაწყარის გარდა ახალი საბავშვო ბაღები რუხში, დარჩელსა და შამგონაში შენდება.
სოფელ ჭითაწყარში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
16/09/2022