მიხეილ შაყულაშვილმა მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

15/09/2022

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა კასპის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ კოდისწყაროს მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ღონისძიებას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი ესწრებოდნენ.

“გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, განსაკუთრებით კი მინდა მივულოცო შიდა ქართლში მცხოვრებ მოსწავლეებსა და პედაგოგებს. გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ წელს. სოფელი კოდისწყარო საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელია, აქ მცხოვრებ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. განათლების ხელიმისაწვდომობისა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით დამატებით კიდევ 800 სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობა იგეგემება. აღნიშნული პროექტი შიდა ქართლის რეგიონშიც განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ კოდისწყაროს სკოლა სულ რაღაც ორი წლის წინ აშენდა, შენობა 60 მოსწავლეზეა გათვლილი და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს, შესაბამისად ჩვენს მოსწავლეებს კეთილმოწყობილი და უსაფრთხო გარემო აქვთ განათლების მისაღებად. “ – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

დროშის აღმართვისა და ჰიმნის გაჟღერების შემდეგ სახელმწიფო რწმუნებულმა სკოლის შენობა დაათვალიერა და მოსწავლეებს გაესაუბრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0