ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ, პირველ მოადგილე მაია კუტუბიძესთან, სოფლის მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ჯიქიასთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, დაბლაციხის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
ოთხ სხვადასხვა ადგილას პირველად დაიგო ასფალტისა და ბეტონის საფარი. პროექტის ჯამური ღირებულება 288 000 ლარია. დაბლაციხე-ბუკისციხის ცენტრალურ გზაზე განხორციელდა გზის ორმული შეკეთება, რომლის ღირებულებამ 127 000 ლარი შეადგინა. პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული 800 ახალი სკოლის პროექტის ფარგლებში, სრულად რეაბილიტირდება დაბლაციხის სკოლა. მომდევნო წლიდან დაიწყება ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რომელიც წინასაარჩევნო დაპირება იყო მოსახლეობისთვის.
დავით შარაშიძემ, დაბლაციხის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
09/09/2022