დეპუტატებმა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით 81 ხმით მიიღეს

06/09/2022

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 81 ხმით მიიღო „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლითაც ტაქსის მძღოლებს საშუალება მიეცემათ იმოძრაონ ან გაჩერდნენ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, მგზავრთა ავტომობილში ჩასხდომის ან ჩამოსმის მიზნით. კანონპროექტი ადგენს, რომ ტროტუარზე ან ქვეითთა ბილიკზე გაჩერების ან დგომის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0