გრიგოლეთში, სანაპიროს მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს

04/08/2022

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ,” გურიის სანაპირო ზოლის მოწესრიგებისა და დასუფთავების მიზნით, დამატებით ქვიშის საცრელი 3 სპეციალური მანქანა-დანადგარი (Beach Tech) და 3 ახალი ტრაქტორი შეიძინა. გრიგოლეთში, სანაპიროს მოწესრიგების სამუშაოებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი ადგილზე გაეცნენ. ასევე, მოინახულეს ურეკის ნარჩენების გადამტვირთავი სადგური, სადაც ამჟამად რეაბილიტაცია-კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0