რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან ჭოუ ციენთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ, მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი, მინისტრის აპარატის უფროსი თამარ ახვლედიანი, ასევე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მრჩეველი სავაჭრო ეკონომიკურ საკითხებში ჭაო ჩუანი, პირველი მდივანი ჭანგ ცუი და ატაშე ჭანგ ტუნგი.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამშენებლო კომპანიების ჩართულობით საქართველოში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები; აღნიშნეს მათი მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის და ისაუბრეს პროექტების მიმდინარეობის პროგრესსა და გამოწვევებზე. საუბარი, ასევე, შეეხო დაგეგმილ პროექტებს და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს. მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მადლობა გადაუხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლებს შეხვედრისთვის და მიმდინარე პროექტების განხორციელებასა და არსებული გამოწვევების სწრაფ დაძლევაში მათი მხარდაჭერის იმედი გამოთქვა. თავის მხრივ, ჭოუ ციენმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოსთან და კონკრეტულად, სამინისტროსთან თანამშრომლობის შედეგებს.
ირაკლი ქარსელაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
04/08/2022