გივი მოდებაძემ, ტაბიძის ქუჩაზე შიდა ეზოების რეაბილიაციის პროცესი დაათვალიერა

03/08/2022

ჭიათურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ და მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ბიწაძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ლაშა გოცაძესთან ერთად, ტაბიძის ქუჩაზე შიდა ეზოების რეაბილიაციის პროცესი, ასევე ქალაქის შემოსასვლელში, ცხოვრებაძის ქუჩაზე დეკორატიული კედლისა და ერისთვის ქუჩაზე საყრდენი კედლის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კონტრაქტორებს შეხვდნენ და სამუშაოების შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. ნაგუთის დასახლებაში, ტაბიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსების შიდა ეზოების რეაბილიტაცია ხორციელდება. გათვალისწინებულია მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება და ასფალტობეტონის საფარის დაგება. ქალაქის შემოსასვლელში, ცხოვრებაძის ქუჩაზე დეკორატიული ბლოკის მასალით შიდა ეზოებისა და ღობეების მოწყობა მიმდინარეობს. ერისთავის ქუჩაზე მონოლითური რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი ჩაისხმება. 2022 წელს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ ადგილობრივი ბიუჯეტით 25 საყრდენი კედლის აღდგენა მიმდინარეობს. პროექტების ნაწილი უკვე დასრულებულია, დარჩენილი ნაწილის მშენებლობა კი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0