ქალაქ დუშეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე უკვე დასრულდა მწითურის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგების პროცესი, რომლის პროექტის ღირებულებამაც 134 800 ლარი შეადგინა. ამას გარდა, მილახვრიანთკარის დასახლებაში ჭილაშვილების სასახლის წინ ქვაფენილის დაგების სამუშაოებია დაგეგმილი, ხოლო საგზაო დეპარტამენტი ამავე დასახლებაში საავტომობილო ხიდის რეაბილიტაციას ახორციელებს. რაც შეეხება, კობიაანთკარის დასახლებას, 202 394 ლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში, აქ სანიაღვრე არხები და საცხოვრებელი სახლების შესასვლელები ეწყობა. მიმდინარე სამუშაოებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე და მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან იოსებ ღარიბაშვილთან და მერის წარმომადგენელ შალვა ინაშვილთან ერთად გაეცნო. მაცაცო ნარიმანიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში დასრულდება.
დუშეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
01/08/2022