ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ჩაჩავას კლინიკაში იმყოფებოდა. ზურაბ აზარაშვილმა დაწესებულება დაათვალიერა და იმ სერვისებს გაეცნო, რასაც კლინიკა პაციენტებს სთავაზობს. მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა, რისთვისაც სამინისტროს შესაბამისი მიზნობრივი პროგრამები აქვს. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი ჩაჩავას კლინიკის რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრის ინფრასტრუქტურას და მუშაობის სპეციფიკასაც გაეცნო. დაათვალიერა კლინიკის სამეანო განყოფილება და ლაბორატორიები.
მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა
28/07/2022