ბესიკ ამირანაშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

27/07/2022

სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს ალექსანდრე ვინიკოვს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე დავით ლომიძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0